შუა დერეფნის გაციფრულება მის კონკურენტუნარიანობას გაზრდის – EUGBC

შუა დერეფნის გაციფრულება მის კონკურენტუნარიანობას გაზრდის – EUGBC

ტრანსკასპიურმა მარშრუტმა ანუ შუა დერეფანმა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა. ეს უმოკლესი გზაა აზიიდან მომავალი ტვირთები რუსეთის გვერდის ავლით მოხვდეს ევროპაში.

სატრანსპორტო ხაზების გადალაგებამ განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სატრანზიტო მნიშვნელობა წამოწია წინა პლანზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს უმოკლესი მარშრუტია, გამოწვევა ძირითადად ამ დერეფანში ტვირთების გატარების ხანგრძლივობის და სანდოობის თვალსაზრისით არსებობს. ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, შუა დერეფნის გაციფრულება, რომლის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაზე ახლა მსოფლიო ბანკი მუშაობს, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ მარშრუტის კონკურენტუნარიანობას.

„შუა დერეფანი არის უმოკლესი მანძილი, მაგრამ დროის თვალსაზრისით კონკურენტუნარიანი რომ იყოს შუა კორიდორი, განსაკუთრებით სწრაფად უნდა მოხდეს ტვირთების გატარება. მაგალითად, ამ კორიდორში ტვირთის მოძრაობას ჩინეთიდან სჭირდება დაახლოებით 30 დღე, როდესაც ჩრდილოეთის მარშრუტზე დაახლოებით 12-18 დღეა საკმარისი. ამ კუთხით განსაკუთრებით გამოიკვეთა ბიზნეს სექტორიდან აქტუალობა ამ კორიდორის გაციფრულების. ამ ეტაპზე მსოფლიო ბანკი აკეთებს ამ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას და ვფიქრობთ, აქტიურად უნდა ჩაერთოს ბიზნესი, ასოციაციები ამ პროექტის ხელშეწყობის კუთხით, ვინაიდან გამოწვევაა თავად ტვირთების კონტროლი.

როდესაც ჩინეთიდან, ცენტრალური აზიიდან მოდის ტვირთი, ბიზნეს სუბიექტმა არ იცის, ზუსტად სად არის, რომელ ადგილზეა, როგორ გადაადგილდება და ამის გაკონტროლება უწევთ ძირითადად ტელეფონის მეშვეობით, რაც არის ძალიან არაკომფორტული და ვფიქრობ, გაციფრულება, ხელს შეუწყობს შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდას.

გარდა ამისა, ჩვენს გვაქვს კომუნიკაცია რიგ ევროპელ გადამზიდავებთან, რომლებიც იმპორტს ახორციელებენ საქართველოში და პრაქტიკულად ცარიელი ბრუნდებიან ევროკავშირის ქვეყნებში. ვფიქრობ, მალე მივაწოდებთ ბიზნესს კონკრეტულ გრაფიკებს, რომ კონკურენტულ ფასებში მოხდეს ტვირთების ექსპორტი საქართველოდან, თუნდაც აზერბაიჯანიდან, რაც ასევე ხელშემწყობი იქნება კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის“,-აცხადებს გიორგი კაჭარავა.

მისი თქმით, ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ინიციატივის დროული მხარდაჭერა და ოპერატიულად მოქმედება. ამასთან, მნიშვნელოვანია განვითარდეს ალტერნატიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.

„ჩვენი საბაჟო სამსახურები კარგად ართმევენ თავს საზღვარზე გაზრდილ ტვირთნაკადს, თუმცა თურქეთმა და მეზობელმა ქვეყნებმა თუ არ გაატარეს ოპერატიულად, რიგები მაინც იქმნება. ეს დამატებით ქმნის მძღოლების პრობლემას, ვინაიდან მათთვის აღარ არის ხელსაყრელი, რომ ამ რეისზე იმუშაონ, რადგან 30 დღეში ერთი რეისის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ. ამ კუთხით პარალელურად უნდა განვითარდეს ე.წ საბორნე გადასასვლელები. ერთი პროექტი მოიაზრება და დიდი ალბათობით, ამ წლის განმავლობაში გაეშვება. ეს იქნება ფოთი-კონსტანცას დამაკავშირებელი ხაზი, რაც განსაკუთრებით დაზოგავს ჩვენი გადამზიდავების დროს.

გამოწვევები ბევრია, თუმცა ამ გამოწვევებს უნდა მივყვეთ კომპლექსურად და ოპერატიულად ვიმოქმედოთ“,-აცხადებს გიორგი კაჭარავა.

მსგავსი სიახლეები

ლენტეხის მუნიციპალიტეტში 22-მეგავატიანი “ცხენისწყალი 1 ჰესის” მშენებლობა წელს დაიწყება

ლენტეხის მუნიციპალიტეტში 22-მეგავატიანი “ცხენისწყალი 1 ჰესის” მშენებლობა წელს დაიწყება

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცხენისწყალზე 22 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის – “ცხენისწყალი 1 ჰესის” მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება. როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანიის –…
რა უნდა იყოს დეველოპერულ სექტორში პროექტების დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრუქტურა – TBC Capital-ის პუბლიკაცია

რა უნდა იყოს დეველოპერულ სექტორში პროექტების დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო…

თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს-ეკონომიკის სერიიდან პირველი პუბლიკაცია გამოაქვეყნა, რომელიც ძირითადად საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორში პროექტების დაფინანსების ოპტიმალური სტრუქტურის გაანგარიშებას ეხება. სხვადასხვა ქვეყნის…
საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი გაორმაგდა

საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი გაორმაგდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტი გაორმაგდა – აღნიშნულ პერიოდში საქართველოში სულ $22 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილების იმპორტი განხორციელდა,…